შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

საბანკო სექტორი აკლიმატიზაციას უძლებს, საკრედიტო პოლიტიკას ცვლის, ახალ რეგულაციებს ერგება, რომელთა გადავადების შეთანხმებაზეც ზედამხედველი არ წამოვიდა.

ყველაზე მტკივნეული მსესხებლის ახალი კლასიფიკაცია გახდა. შემოსავლების დაუდასტურებლად ყველა ბანკი კრედიტს ვეღარ გასცემს. მოსალოდნელი ცვლილებებით ჯარიმა-საურავებზეც ლიმიტი დაწესდება, საიდანაც საბანკო სექტორს 2017 წელს H94 მლნ-ის არასაპროცენტო შემოსავლები აქვს მიღებული (2016 – H75.5 მლნ; +24.5%Y.Y).

საპროცენტო შემოსავლებში (2017 -H3.583 მლრდ) კი ყველაზე მეტი - 44.2% საცალო დაკრედიტებიდან არის გენერირებული - H1.6 მლრდ (2016 - H1.3 მლრდ; 40.8%). ზრდა 2018 წელსაც შენარჩუნებულია, თუმცა ტემპი - შენელებული. საცალო დაკრედიტებიდან I კვარტალის (Q1/2018) შემოსავლები H226 მლნ-ს შეადგენს (Q1/2017 - H214 მლნ; +5.6%Y.Y).

კორპორაციულ სეგმენტში ყველაზე მიმზიდველი ტრადიციულად იმპორტის ოპერაციების დაფინანსებაა. დარგობრივ ჭრილში, ვაჭრობა/ მომსახურება წლების განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა წელს უკვე მრეწველობას გაუთანაბრდა.

მთავრობის გაცხადებული პოლიტიკით, სექტორულ დივერსიფიცირებასთან ერთად, ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელებიც უნდა გათანაბრდეს. ბანკმა ბიზნესის დაფინანსებისთვის მეტი რისკიც უნდა აიღოს და მართოს კიდეც. სებ- ი საფინანსო ბაზარზე კეთილსინდისიერი კრედიტორის სტატუსს ამკვიდრებს.

ჩვენ გირჩევთ

საბროკერო კომპანიები საფონდო ბირჟაზე

რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს "ძვირად"

საბროკერო კომპანიები საფონდო ბირჟაზე

საბროკერო კომპანიები საფონდო ბირჟაზე

წინა სტატია

Tourism Momentum
19 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
19 ივლისი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker