"ლოგისტიკის ინდექსით" საქართველო მსოფლიოში 119-ე ადგილზეა

„ლოგისტიკის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოში 119-ე ადგილზეა. წინა წლებთან შედარებით საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს. 

ინდექსს მსოფლიოს ბანკი 2 წელში ერთხელ აქვეყნებს. მიმდინარე წლის რეიტინგის შესადგენად მსოფლიო ბანკმა 2012, 2014, 2016 და 2017 წლის მონაცემები გამოიყენა და საბოლოო სურათის შესაქმნელად თითოეული წლის მონაცემს პროცენტები მიანიჭა - 2012:  6.7 %, 2014: 13.3%, 2016: 26.7; 2017:  53.3%. 2012-2018 წლების საშუალო მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 124-ე ადგილზეა. 

ინდექსი მსოფლიოს 167 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს. 

2012 წლიდან საქართველოს პოზიცია რეიტინგში მუდმივად უარესდება, მაშინ ქვეყანას 77 ადგილი ეკავა. 

ლოგისტიკის ინდექსი ქვეყნის მონაცემებს 6 კრიტერიუმით აანალიზებს და თითოელ მათგანს მაქსიმუმ 5 ქულას ანიჭებს. საქართველოს შედეგები 2018 წლის რეიტინგში შემდეგია:

  • საშუალო ქულა - 2.44
  • საბაჟო სისტემა - 2.42 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.16 ქულით)
  • ინფრასტრუქტურა - 2.38 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.21 ქულით)
  • საერთაშორისო გადაზიდვები - 2.38 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.3 ქულით)
  • ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობა - 2.26 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.18 ქულით)
  • გზებისა და ტვირთების მეთვალყურეობა  - 2.26 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუარესდა 0.18 ქულით)
  • სერვისების ვადები - 2.95 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.15 ქულით). 

სამეზობლოდან საქართველო ყველაზე ცუდ პოზიციაზეა. საქართველოს უსწრებს სომხეთი - 92-ე ადგილი, რუსეთი - 75-ე ადგილი და თურქეთი - 47-ე ადგილი. (აზერბაიჯანის მონაცემს მსოფლიო ბანკი არ ითვლის). საქართველოს უსწრებს თურქმენეთს, რომელიც 126-ე ადგილზეა, თუმცა ჩამორჩება ყაზახეთს, რომელიც 71 ადგილზეა. 

ჯამში, ინდექსი ითვლის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველო სატრანსპორტო დერეფანში. 2016 წელს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ინდექსში 130-ე ადგილი დაიკავა, მთავრობის წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკთან შეხვედრებიც გამართეს, რათა მომდევნო წლებში ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესებულიყო.

ჩვენ გირჩევთ

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

მსოფლიოს უმსხვილესი იმპორტიორები

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

წინა სტატია

TBC, Azerbaycan yerleşik banka hissesini satın alıyor ve yerel piyasada gelişiyor
25 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

“International Bank of Azerbaijan” lisansı iptal edilmiştir
25 ივლისი, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker