საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების გარიგება ADB-ის მიერ წლის გარიგებად დასახელდა

მთელი საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების კუთხით განხორციელებული, 75 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გარიგება, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (TFP) ფარგლებში წლის სავაჭრო გარიგებად დასახელდა. გარიგება 2017 წელს Citi Bank-ის შუამდგომლობით, ასევე აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით განხორციელდა. გარიგება წარმოადგენს Citi Bank-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის ორგანიზებულ რიგით მეოთხე სინდიკაციას და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო გარიგებას, რომელიც  ვაჭრობის ფინანსირების კუთხით - CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა) წევრ ქვეყნებში განხორციელდა.  

"მოხარული ვარ, ვიყოთ მონაწილე მნიშვნელოვანი კოლაბორაციისა, რომელიც  საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან ბანკებს შორის ხორციელდება. აღსანიშნავია, როდესაც ასეთი წარმატებული კომპანიები ერთად მუშაობენ, რათა შექმნან ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტები, როგორც კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის საქართველოში. სწორედ ამ გარიგებამ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეღრმავებინა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და დაგვეფინანსებინა 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება. განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ტრანზაქციები წარმოებასა და ენერგეტიკულ სექტორებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოში, ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერისთვის, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

წინა სტატია

Berlin Is Out, Tbilisi Is In: Georgia's Capital Is This Year's Most Exciting City
05 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ბუნების ფასი
06 სექტემბერი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker