Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია

1994 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს არ უდგას სათავეში ბილ გეითსი. Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა გეითსის 24-წლიანი ჰეგემონია დაასრულა და სიის სათავეში მოექცა.

ბეზოსი პირველია Forbes 400-ის ისტორიაში, ვისი ქონებაც 100 მილიარდ დოლარს აღემატება, ამ მომენტისთვის ის $160 მილიარდად არის შეფასებული. ერთ წელიწადში ბეზოსი $78.5 მილიარდით გამდიდრდა.

წელს რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა:

  • ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა 400-კაციანი სიის ჯამური ქონება $2.9 ტრილიონია - შარშანდელზე 7 პროცენტით მეტი.
  • ასევე გაიზარდა სიის წევრების ქონების საშუალო მაჩვენებელი - $7.2 მილიარდი (შარშან - $6.7).
  • სიაში მოხვედრისთვის მინიმალური ზღვარი ასევე სარეკორდო აღმოჩნდა - $2.1 მილიარდი (შარშანდელზე $100 მილიონით მეტი).
  • სიის პირველი ათეულის ჯამური კაპიტალი თითქმის $730 მილიარდს შეადგენს, რაც $120 მილიარდით მეტია 2017 წელთან შედარებით.

კიდევ რამდენიმე აღსანიშნავი მონაცემი:

  • პროცენტული თვალსაზრისით, ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ჯეკ დორსი გამდიდრდა. ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის ქონება 186%-ით გაიზარდა.
  • სიის წევრებიდან ყველაზე მეტად ჯორჯ სოროსის ქონება შემცირდა - $23 მილიარდიდან $8.3 მილიარდამდე.
  • სიაში წელს 15 ახალი მილიარდერია.
  • Forbes 400-ში წელს 57 ქალია, შარშანდელზე ორით მეტი.
  • ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 11 ადგილით დაქვეითდა სიაში და ამჟამად 248-ე ადგილზეა.

ჩვენ გირჩევთ

წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

თანხა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები რეკლამაში ხარჯავენ

წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

წინა სტატია

სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 9 პროცენტით გაიზარდა
04 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Reklam kampanyası için siyasi partiler ne kadar harcarlar
03 ოქტომბერი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker