საქართველოს ბანკმა შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართა

საქართველოს ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შიდა ჰაკათონი გამართა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმო ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას-მობილბანკის თემატიკას. კერძოდ კი, mBank-ის ფუნქციონალის გაუმჯობესებას. ჰაკათონში მონაწილეობისთვის საკმარისი იყო მონაწილეებს ჰქონოდათ იდეა მარტივი პროტოტიპის შესაქმნელად. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარმა 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით. 

"საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მათი იდეები მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიეღოთ შესაძლებლობა თავად განავითარონ საუკეთესო იდეები",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვახტანგ ბობოხიძემ.  

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის დასასრულს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ფულადი ჯილდო - 5 000 ლარი მიიღო. ამასთან, მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართა

“ბიზნეს კაფეს” მორიგი შეხვედრა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართა

წინა სტატია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება
03 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

მიზნობრივი მოგებები
04 დეკემბერი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker