ISET მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 4.6%-ით ზრდას პროგნოზირებს

ISET წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 3,7%-ით გაზრდას ელოდება, მიმდინარე წლის პროგნოზი კი 4.6%-ია. რაც შეეხება მომდევნო კვარტალს, კვლევითი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი 3.1%-მდე შენელდება.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შენელებულია, საქართველოდან ექსპორტი კვლავ იზრდება, რაც ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს", - განმარტავენ ISET-ში.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, წლის პირველ 9 თვეში, ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოში ფიქსირდება. კერძოდ, თუკი III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანში ზრდა მხოლოდ 0.6% იყო, სომხეთში 3.9%, რუსეთში კი 1.5%. 2%-ზე დაბალი იყო III კვარტალში მშპ-ს წლიური ზრდა თურქეთში. რაც შეეხება ინფლაციას, რეგიონის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყველაზე მეტად თურქეთში იზრდება, სადაც ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 25%-ს გადააჭარბა, მაღალი ინფლაცია ფიქსირდება უკრაინაშიც - 9.5%.

ჩვენ გირჩევთ

რატომ არ იაფდება ბენზინი, როცა ნავთობის ფასი ეცემა?

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

რატომ არ იაფდება ბენზინი, როცა ნავთობის ფასი ეცემა?

რატომ არ იაფდება ბენზინი, როცა ნავთობის ფასი ეცემა?

წინა სტატია

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართული ტელეარხები
10 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა
10 დეკემბერი, 2018
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker