ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა

ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ქონება  შემცირდა და $5,62 მილიარდს შეადგენს, - Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის მინიმუმზეა. წლის დასაწყისიდან მისი ქონება $180 მილიონითაა შემცირებული. 

2018 წლის დასაწყისში ივანიშვილი 5.80 მილიარდ დოლარს ფლობდა, მაქსიმუმს მისმა ქონებამ იანვრის ბოლოს მიაღწია - 5.92 მილიარდი დოლარი, ხოლო ბოლო ნახევარი წელია ივანიშვილი ქონება მცირდება და 9 დეკემბრის მონაცემებით ის 5.62 მილიარდს შეადგენს. 

Bloomberg-ზე ნაკლებად აქვს შეფასებული ივანიშვილის ქონება Forbes-ს. კერძოდ, 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 456-ე ადგილს იკავებს 4.6 მილიარდი დოლარით. გამოცემას წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი მილიარდერის ქონება არ განუახლებია.

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

რატომ არ იაფდება ბენზინი, როცა ნავთობის ფასი ეცემა?

Forbes Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

წინა სტატია

ISET მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 4.6%-ით ზრდას პროგნოზირებს
10 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები
10 დეკემბერი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker