ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 6.75%-მდე შეამცირა. აქამდე განაკვეთი 7% იყო.

ბანკის ინფორმაციით: "2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს".

გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.

ჩვენ გირჩევთ

რას მისცემს საქართველოს მარიხუანის ეკონომიკა?

რომელ ადგილზეა საქართველო კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

რას მისცემს საქართველოს მარიხუანის ეკონომიკა?

რას მისცემს საქართველოს მარიხუანის ეკონომიკა?

წინა სტატია

2018 წელს დასრულებული მშენებლობების რიცხვი და ფართობი შემცირდა
30 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

ქვეყნები ყველაზე მეტი უმუშევარი ახალგაზრდით
30 იანვარი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker