ქვეყნები, რომლებიც კოსმოსს ითვისებენ

კოსმოსში ლიდერობას არ თმობს ამერიკის შეერთებული შტატები და ის ორჯერ მეტ სატელიტს ფლობს დედამიწის გარეთ, ვიდრე ერთად აღებული ტოპ 10-ქვეყანა.

დედამიწას დღეს 1950 აქტიური სატელიტი/კოსმოსური თანამგზავრი აკვირდება და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კოსმოსური მისიების განხორციელება თავდაპირველად მხოლოდ ეროვნულ დონეზე დაიწყო, თუმცა შემცირებული ფასის,  გაზრდილი კონკურენციის და ციფრული მაუწყებლობის განვითარების პირობებში კოსმოსში კერძო კომპანიებიც გამოჩნდნენ. შედეგად, კოსმოსური ობიექტები ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი სახსრებით სატელიტების შექმნა და კოსმოსში გაგზავნა არ შეუძლიათ. დედამიწის ატმოსფეროს გაცდენა და კოსმოსში ტურისტების გაგზავნაც სხვადასხვა კერძო კომპანიებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.

UCS Satellite მონაცემებით, კოსმოსში ლიდერობას არ თმობს ამერიკის შეერთებული შტატები და ის ორჯერ მეტ სატელიტს ფლობს დედამიწის გარეთ, ვიდრე ერთად აღებული ტოპ 10 ქვეყანა.

2018 წლის მონაცემებით, კოსმოსში სატელიტების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აშშ - 830
  • ჩინეთი - 280
  • რუსეთი 147
  • მულტინაციონალური - 145
  • იაპონია - 75
  • გაერთიანებული სამეფო - 54
  • ინდოეთი - 54
  • კანადა - 37
  • ლუქსემბურგი - 33
  • გერმანია - 29
  • ესპანეთი - 17
  • არგენტინა - 14
  • დანარჩენი ქვეყნები - 242

დღეს კოსმოსში განთავსებული სატელიტების უმეტესობა - 846 ობიექტი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, სამოქალაქო დანიშნულების 145 სატელიტია, სამთავრობო დანიშნულების 385, ხოლო სამხედრო კი 302.

ჩვენ გირჩევთ

კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს არღვევენ

წინა სტატია

კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს არღვევენ
05 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

ხორბლის ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა
05 მარტი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker