რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი - განახლებული სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. მეოთხე კვარტლის საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 202 ლარი შეადგინა. 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 5.4%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა - 1941 ლარი. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 1902 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია - 1689 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 666 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 760 ლარით.

2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად კომუნალურ და პერსონალურ მომსახურებაში გაიზარდა - 15%-ით. შემდეგ მოდის ვაჭრობა 13%-ით. ხელფასი შემცირდა სოფლის მეურნეობაში - 7%-ით, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში 3%-ით და მშენებლობაში 2%-ით.

ცხრილი: საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის მეოთხე კვარტალში (ლარებში)

სექტორები

2018, IV კვარტ

2017, IV კვარტ

ცვლილება

მშენებლობა

1941

1979

-2%

საფინანსო საქმიანობა

1902

1773

7%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1689

1537

10%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1563

1443

8%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1477

1365

8%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1469

1518

-3%

სახელმწიფო მმართველობა

1219

1223

0%

ვაჭრობა

1190

1057

13%

დამამუშავებელი მრეწველობა

1066

1000

7%

კომუნალური და პერსონალური მომსახურება

1056

915

15%

ჯანმრთელობის დაცვა

1047

1038

1%

სასტუმროები და რესტორნები

915

867

5%

სოფლის მეურნეობა

760

818

-7%

განათლება

666

632

5%

სულ

1202

1141

5%

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

გოლფი ბავშვებისთვის

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

 

წინა სტატია

რუსეთიდან ფულადი გზავნილები მცირდება
18 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

უთანასწორობა განათლებაში - რა გავლენას ახდენს ეკონომიკური ფაქტორები სწავლის შედეგებზე
19 მარტი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker