გამკაცრებული დაკრედიტება და მუშახელის უნარები - ADB საქართველოს ეკონომიკის რისკებს ასახელებს

“საქართველოს მაღალშემოსავლიან სექტორებში ინვესტიციების მოზიდვასა და ზრდის ტემპების დაჩქარებას მუშახელის ცოდნისა და უნარების განვითარება დაეხმარება", - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში.

ADB 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდას 5.0%-ით ვარაუდობს, რაც მაღალი საინვესტიციო ხარჯვით იქნება განპირობებული, ხოლო 2020 წელს უმნიშვნელოდ შემცირებულ - 4.9% ზრდას პროგნოზირებს. აზიის განვითარების მიმოხილვა ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 და 2020 წლებში ზრდას ხელს შეუწყობს ექსპორტი, მოხმარება და ინვესტიციები, რაც განპირობებული იქნება მაღალი ინფრასტრუქტურული ხარჯებით. 2019 წელს ზრდა დაფიქსირდება ფინანსურ სექტორში, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის მიმართულებით.

ამასთან, ADB ვარაუდობს, რომ ზრდის ტემპი უნდა დაჩქარდეს სოფლის მეურნეობაშიც და მან 2.8%-ს უნდა მიაღწიოს.

“2019 წელს ინფლაცია დაახლოებით 3.2%-მდე გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 3.0%-მდე შენელდება.  საკრედიტო სტანდარტების გამკაცრებამ, კრედიტების ზრდა 2019 წელს 13.0%-მდე, ხოლო 2020 წელს 12.5%-მდე უნდა შეამციროს.  ეროვნული ბანკი სავარაუდოდ ეტაპობრივად შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს 2020 წლის ბოლოსთვის, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის დონე  3.0%-ზე დაბლა დარჩება”, - ნათქვამია ანგარიშში.

ADB აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კაპიტალის მნიშვნელოვანი წყარო დაბალი შიდა ინვესტიციებისა და შეზღუდული დანაზოგების გამო - 2005-დან 2018 წლამდე თითქმის სამჯერ გაიზარდა. “პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესად არსებულ შრომა-ინტენსიურ საქმიანობაზე მოდის, ვიდრე ეკონომიკის უფრო კომპლექსურ და შემოსავლიან სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად, წარმოება. კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. კერძო სექტორის მეტი ჩართულობა ხელს შეუწყობდა მეწარმეების მომზადებას, რაც თავის მხრივ  მეტ ქალს წაახალისებდა ბიზნეს საქმიანობაში ჩართვისაკენ”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ეკონომიკაზე მოქმედ შესაძლო რისკებს, ის უმეტესად გარე შოკებს უკავშირდება, მათ შორის სავაჭრო დაძაბულობას, კაპიტალური ხარჯების შემცირებას და გამკაცრებულ დაკრედიტებასაც.

“ზრდა შესაძლოა მოსალოდნელზე მაღალი იყოს, იმ შემთხვევაში თუ  ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისთვის როგორიცაა აზერბაიჯანი და რუსეთი, პროგნოზი გაუმჯობესდება”, - წერს ADB.

“ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნითა და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მზარდი მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა,” - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა. მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, რაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს. “მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეკონომიკისა და საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირება, რაც შედეგად მოჰყვება მუშახელის გადამზადებასა და მათი თანამედროვე უნარებით აღჭურვას”.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე აქტიური ბიზნესები სატელევიზიო რეკლამასა და მედია სივრცეში

კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება

ყველაზე აქტიური ბიზნესები სატელევიზიო რეკლამასა და მედია სივრცეში

ყველაზე აქტიური ბიზნესები სატელევიზიო რეკლამასა და მედია სივრცეში

წინა სტატია

The Number of Consumers’ Complaints to the Commercial Banks is Increasing
02 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ ტურიზმიდან 17 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
03 აპრილი, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker