Fitch-მა ქართული ბანკების შეფასება განაახლა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 4 ქართული ბანკის შეფასება განაახლა. კერძოდ, სააგენტომ “საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDRs) “BB-“ დონეზე დაადასტურა, ხოლო პროგნოზი კი "პოზიტიურიდან“ "სტაბილურამდე" შეცვალა.

სააგენტომ "ლიბერთი ბანკის" გრძელვადიანი რეიტინგი „B+” დონეზე, ხოლო „პროკრედიტ ბანკის“ კი “BB+” დონეზე, პროგნოზით „სტაბილური“ დაადასტურა.

TBC-სა და BOG-სთვის პროგნოზის გაუარესების მიზეზად, Fitch იმ მნიშვნელოვან რისკებს ასახელებს, რომელიც სესხების სწრაფ ზრდას და დაკრედიტებაში უცხოური ვალურის წილს ეხება.

Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ქართული ბანკებისადმი და პროგნოზი შემდეგნაირია:

  • პროკრედიტ ბანკი: BB+; სტაბილური
  • ქართუ: B; სტაბილური
  • ბაზისბანკი: B+; სტაბილური
  • ხალიკ ბანკი: BB-; პოზიტიური
  • ლიბერთი ბანკი: B+; სტაბილური
  • საქართველოს ბანკი: BB-; სტაბილური
  • TBC: BB-; სტაბილური

ბანკების საკრედიტო რეიტინგები მათ ფინანსურ მდგრადოაბსთან ერთად, დაკავშირებულია როგორც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან, ასევე მათი მფლობელი კომპანიის რეიტინგთან.

Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, ხოლო მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.

ჩვენ გირჩევთ

მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალი 165 მილიონი ლარით შემცირდა

“გაზპრომი” და დივერსიფიკაცია - კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს

მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალი 165 მილიონი ლარით შემცირდა

მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალი 165 მილიონი ლარით შემცირდა

წინა სტატია

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი
17 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

Fitch Renewed the Estimation of Georgian Banks
17 აპრილი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker