Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

Final Frontier -მა ბიტკოინ მაინინგის სრულად რეგულირებული ფონდი წარადგინა, რომელიც ინსტიტუციონალურ და პროფესიონალ ინვესტორებს მოემსახურება. ფონდს ევროპული საფინანსო სექტორის ავტორიზაცია ექნება.

Final Frontier-ის ახალი პროდუქტი ინვესტორებს ბიტკოინის მოპოვებაზე წვდომას მისცემს. პროექტზე Bitfury ჯგუფის გამოცდილმა ინჟინრებმა იმუშავეს. შედეგად, დაინტერესებულ მხარეებს საშულება ექნებათ არამხოლოდ გამოიმუშავონ ბიტკოინი, არამედ მოგება ნახონ მის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებითაც. 

ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის მუდამ რისკად რჩებოდა ბიტკოინის მოპოვებაში ინვესტირება, ტექნოლოგიური, ლოგისტიკური და ფინანსური რისკების გამო. ახლადშექმნილი ფონდის მეშვეობით კი ეს გამოწვევები გადაილახება, რადგან ბიტკოინის მოპოვებაზე წვდომა ევროპული იურისდიქციით იქნება აღიარებული. 

თავის მხრივ ფონდის მხრიდან ინვესტირება Bitfury-ის ისეთ პლატფორმებში მოხდება, რომლებიც მინიმალურ ელექტროენერგიას საჭიროებენ. 

"Final Frontier-სა და Bitfury-ს შორის ახალი თანამშრომლობა იწყება, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ინვესტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - ამბობს ვალერი ვავილოვი, Bitfury-ს დამფუძნებელი. „აღნიშნული ინოვაციური ფონდის დახმარებით,  Final Frontier-ი ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს ბიტკოინის მაინინგის მიმართულებით, რაც გამოიხატება როგორც ფინანსური შესაძლებლობების შექმნაში, ასევე ბიტკოინის ინსტიტუციონალური აღიარების პროცესის მხარდაჭერაში".

იმრაან მოლა Final Frontier-ის თანადამფუძნებელი ამბობს რომ ფონდის წარდგენა ინვესტორებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ დროს მოხდა. "მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი დღეს საკმაოდ დაბალია, ინვესტორების ინტერესი მის მიმართ მზარდია. შესაძლოა, სწორედ ახლაა ბიტკოინში ინვესტირებისთვის საუკეთესო დრო". 

Bitfury-ის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროდუქტი ინვესტორებს არაერთ შესაძლებლობას უხსნის. ამასთან, მისივე თქმით, სიახლე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მოსახლეობა ნახავს, რომ ციფრული ვალუტები  ფინანსური სერვისის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ გირჩევთ

რა რისკები აქვთ საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ბანკებს? - Fitch-ის შეფასება

იანვარ-მარტში ბანკების მოგება 15 პროცენტით შემცირდა

რა რისკები აქვთ საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ბანკებს? - Fitch-ის შეფასება

რა რისკები აქვთ საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ბანკებს? - Fitch-ის შეფასება

წინა სტატია

В 2018 году в Грузии было открыто 120 новых гостиниц, а 357 объектов находятся на этапе строительства
23 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

Final Frontier Launches A Regulated Bitcoin Mining Fund for Institutional and Professional Investors
24 აპრილი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker