ფორუმი: "მდგრადი განვითარების თაობა: როგორ ვაქციოთ ჩვენი მიზნები მიღწევებად"

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის აპარატი, 2019 წლის 4 მაისს "ლიგამუსში", გამართავს ახალგაზრდულ საერთაშორისო ფორუმს - “მდგრადი განვითარების თაობა: როგორ ვაქციოთმიზნები მიღწევებად”, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული 12 ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებიც ისაუბრებენ მათი წარმატების ისტორიასა და მათ წარმატების გზაზე არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ.  

გენდერული ნორმები და სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში იმდენად ხშირია, რომ მოზარდებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, თუ რამხელა გავლენა შეიძება იქონიოს გენდერული საკითხებისადმი არაჯანსაღმა შეხედულებებმა მათ პიროვნულ განვითარებაზე. იმისათვის, რომ სტერეოტიპების მსხვერპლნი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ როგორ მუშაობს იგი - ფორუმის უმთავრესი მიზანია, პროექტში ჩართული ახალგაზრდობა დააფიქროს გენდერული სტერეოტიპების იმ მახასიათებლებზე, რომლებსაც ანიჭებენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს განათლების, კულტურისა თუ მდგრადი განვითარების სხვა სფეროებში. ისინი გაეცნობიან “სტერეოტიპების” იდეას და განიხილავენ გენდერული სტერეოტიპების უსამართლო ბუნებას, ასევე იმსჯელებენ გაეროს 2030 წლის რეზოლუციის მეხუთე მიზნის “გენერული თანაზწორობის” ირგვლივ.

პროექტის ექსკლუზიური სტუმრები იქნებიან ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის - მალალა იუსუფზაის კლასელები - შაზია რამზანი(Shazia Ramzan) და კაინათ რიაზი(Kainat Riaz), რომლებიც წლებიც განმავლობაში მალალასთან ერთად იბრძვიან იმისთვის, რომ თითოეულ გოგონასს ჰქონდეს განათლების მიღების საშულაება და საზოგადოებაში იარსებო, რაც შეიძლება ნაკლებმა სოციალურად განსაზღვრულმა არასამართლიანმა გენდერულმა ნორმებმა. ასევე ჩვენი სტუმარი იქნება კარენ სუდრი - ისრაელისახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში და აზიზა აზნიზანი -მალაიზიის “Paint the World-ის” დამფუძნებელი.

პროექტში მონაწილეობას მიიღება შეეძლება 15 წლის ასაკის ზემოთ დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სპიკერები:

ბაია აბულაძე: მეღვინე, კომპანია Baia’s Wine-ის დამფუძნებელი. შესულია Forbes Georgia 30 under 30 ანტრეპრენიორის კატეგორიაში.  

ნანა ბაგალიშვილი: სამოქალაქო აქტივისტი, სოციალური საწარმო “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი. შესულია Forbes Georgia 30 under 30 პოლოტიკის და საზოგადოების კატეგორიაში.  

ესმა გუმბერიძე: სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, ბლოგერი. შესულია Forbes Georgia 30 under 30 პოლოტიკის და საზოგადოების კატეგორიაში.

კარენ სუდრი: ისრაელის ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.

შაზია რამზანი და კაინათ რიაზი: ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის, მალალა იუსუფზაის კლასელები და თანამებრძოლები. შაზია და კაინათი მალალასთან ერთად იბრძვიან იმისათვის, რათა თითოეულ გოგონას ჰქონდეს განათლების შესაძლებლობა და საზოგადოებაში იარსებოს რაც შეიძლება ნაკლებმა სოციალურად განსაზღვრულმა არასამართლიანმა გენდერულმა ნორმებმა.  

აზიზა აზნიზანი: სამოქალაქო აქტივისტი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “Paint the world”, მალაიზიის ოფისის დამფუძნებელი.  

გვანცა გუბელაძე: “გახდი ბესტსელერის ავტორი 2018”-ის გამარჯვებული, “შულამელი გოგონების” ავტორი.  

მარიამ გორაშვილი: მეღვინე, კომპანია Mari’s Wine-ის დამფუძნებელი. 

ლიკა ტორიკაშვილი: საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. 

მარიამ ჩეხერია: ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში მცხოვრები ქართველი სტუდენტი.  

ჩვენ გირჩევთ

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

მწვანე ენერგიის მომავალი

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

Moody's - Georgia’s credit profile reflects high average growth rates
30 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ შევქმნათ უკეთესი ტესლა?
30 აპრილი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker