მედიის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-60 ადგილზეა

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (Reporters Without Borders) პრესის თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და 179 ქვეყანას შორის მესამოცე ადგილი დაიკავა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 27.34-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.64 ქულით მეტია.

“პლურალისტური, მაგრამ არა თავისუფალი”, - ასე აფასებს RWB საქართველოს მედია გარემოს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია საქართველოში კვლავ საკმაოდ პოლარიზებულია, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა გაზარდა მედია მფლობელების შესახებ გამჭვირვალობა და პლურაზიმი, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება მფლობელების მიერ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “მთავარი ოპოზიციური არხის, რუსთავი 2-ის საკუთრებაზე არსებული დავა დიდ გავლენას ახდენს მედია გარემოზე”.

ბოლო რამოდენიმე წელია, პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიშებში საუბარია საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების, შემდგომ კი მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ. “აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცემა შოკისმომგვრელი იყო ქართველებისთვის, რომლებიც ტრადიციულად სთავაზობდნენ თავშესაფარს მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს”.

მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი პრესა ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთშია, ყველაზე ნაკლებად თავისუფალი კი ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში თურქეთი 157-ე ადგილზეა, სომხეთი 61-ზე, აზერბაიჯანი 166-ზე, ხოლო რუსეთი 149-ზე.

ჩვენ გირჩევთ

ამერიკული სტიპენდიები იურისტებისათვის

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა

ამერიკული სტიპენდიები იურისტებისათვის

ამერიკული სტიპენდიები იურისტებისათვის

წინა სტატია

ცენტრალური ბანკირების გაკოტრებული აზროვნება
09 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

ფინანსური სტაბილურობის გრძელვადიანი სარგებელი ყოველთვის აღემატება მოკლევადიან დანაკარგებს
10 მაისი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker