რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე მეტ ხანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია, იაპონელების საშუალოდ 84.1 წელს ცხოვრობენ. შემდეგ მოდის შვეიცარია - 83.7 წლით. ტოპ ათეულს შვედეთი ასრულებს 82.9 წლით. თუ სქესის მიხედვით ვნახავთ, ქალის სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ისევ იაპონია პირველ ადგილზე - 87.3 წლით, ხოლო კაცის სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით პირველ ადგილზე შვეიცარიაა - 81.8 წლით.

აშკარა დადებითი დამოკიდებულბაა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შორის. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით ტოპ 30 ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ქვეყნებია.

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 74 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 82-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე ნაკლებ ხანს სიერა ლეონეს მოსახლეობა ცხოვრობს, საშუალოდ 50 წელს. შემდეგ მოდის ანგოლა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52.4 წელია.

ადგილი

ქვეყანა

 სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობაწელი 

1

იაპონია

84.1

2

შვეიცარია

83.7

3

ესპანეთი

83.5

4

სინგაპური

83.5

5

იტალია

83.4

6

ავსტრაია

83.3

7

ისლანდია

83.2

8

საფრანგეთი

82.9

9

ისრაელი

82.9

10

შვედეთი

82.9

წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჩვენ გირჩევთ

ESMT Berlin საინფორმაციო შეხვედრას მართავს

რეგულირების ეფექტი

ESMT Berlin საინფორმაციო შეხვედრას მართავს

ESMT Berlin საინფორმაციო შეხვედრას მართავს

წინა სტატია

ექსპორტიორობიდან იმპორტიორობამდე
15 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

889 ლარი ვიზიტზე - ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა
15 მაისი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker