საქართველო თურქეთისთვის ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნებას იწყებს

საქართველო თურქეთისთვის 1 000 000 000 კვტ. სთ ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნებას იწყებს. დავალიანების დაბრუნება 2019 წლიდან დაიწყება და ის მომდევნო 17 წელზე გადანაწილდება - წელიწადში 50 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოცულობით.

დავალიანება 1990 - 2011 წლების პერიოდს მოიცავს. ქართული ESCO ვალის დაფარვის მიზნით, თურქულ TETAS-ს მიაწოდებს 1 000 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას, როგორც ფასდაკლებულ ვალს.

TETAS წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც აწარმოებს ვაჭრობას ქართულ უწყებებთან (მათ შორის, ESCO-თან), ელექტროენერგიის შესახებ მოკლე და/ან გრძელვადიანი ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების გზით.

მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის “ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” გაფორმებული შეთანხმებისა და “სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა” და “TURKISH ELECTRICITY TRADING AND CONTRACTING CO.”-ს შორის გასაფორმებელი ოქმის საფუძველზე, ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნება 2019 წლიდან დაიწყება.

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2019 წლის ივნისის ნომერი - Forbes Property

"გრანთ თორნთონის" მარწმუნებელი ძალა

Forbes Georgia. 2019 წლის ივნისის ნომერი - Forbes Property

Forbes Georgia. 2019 წლის ივნისის ნომერი - Forbes Property

წინა სტატია

“საქართველოს კაპიტალმა” და “ბრიტანულ-ქართულმა” აკადემიამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს
03 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Gürcistan,Türkiye'ye elektrik borcunu ödemeye başladı
03 ივნისი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker