ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს

ბიზნესს კონკურენციის სააგენტოსგან კონცენტრაციის ნებართვის მისაღებად, შესაძლოა საქმის განხილვის საფასური დაუწესდეს. პარლამენტის წევრი რომან კაკულია კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება კი უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტით, შემოდის კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის საფასური - 5000 ლარი.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, აღნიშნული საფასური დაწესებულია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

თანხის გადახდა მხოლოდ სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვის შემთხვევაში მოხდება.

"სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვისათვის პროექტის მიხედვით შემოთავაზებული საფასური არ არის იმ ოდენობის, რომ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს სააგენტოს - აღნიშნული მოსაკრებელი ემსახურება კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის გაზრდას იმ თვალსაზრისით, რომ უწყება სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული არ იქნება. კანონპროექტის შესაბამისად, საფასური ექვემდებარება გადახდას მას შემდეგ, რაც სააგენტო, 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს შეტყობინებას და აცნობებს ეკონომიკურ აგენტს, რომ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში. კონცენტრაციაში მონაწილე პირების მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ, სააგენტოში იწყება შეტყობინების განხილვა", – ნათქვამია კანონპროექტში.

ჩვენ გირჩევთ

რას მოგვიტანს რუსული სანქციები? – Galt&Taggart-ის პროგნოზები

Forbes - ინვესტორები: შეწყვიტეთ საქართველოს ბოიკოტი

რას მოგვიტანს რუსული სანქციები? – Galt&Taggart-ის პროგნოზები

რას მოგვიტანს რუსული სანქციები? – Galt&Taggart-ის პროგნოზები

წინა სტატია

კონკურენციის სააგენტოს მმართველი, თავმჯდომარის ნაცვლად, შესაძლოა 5 წევრიანი საბჭო გახდეს
26 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

მაისში ლარში განთავსებული დეპოზიტები 402 მილიონი ლარით გაიზარდა
26 ივნისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker