ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარი გახდა

ლარის კურსი დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.8791 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით 3.2 თეთრით გაუფასურებული მაჩვენებელია. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც და ერთი ევროს ფასი 3.27 ლარი გახდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 7%-ით გაუფასურდა.

ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ეროვნული ბანკი რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს.

"საგარეო შოკის დროს გაცვლით კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს.

გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა)", – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ჩვენ გირჩევთ

ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს

სებ-ი რუსული შეზღუდვების ზარალს $200-300 მილიონად აფასებს

ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს

ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს

წინა სტატია

თიბისი ბანკმა ბოლო 2 კვირაში 425 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო
27 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

ICC: Yaptırımlardan kaynaklanan zararın azaltılmsı için kaynakların mobilizasyonu gerçekleştirdik
27 ივნისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker