დარღვევები, რომლებიც აუდიტორული ფირმების შემოწმებისას გამოვლინდა

2018 წელს პირველად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა სფეროს წარმომადგენლების მონიტორინგი დაიწყო.

კერძოდ, სამსახურმა დაიწყო 15 აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, მათ შორის 13 აუდიტორული ფირმის სრული მონიტორინგი, ხოლო 2 აუდიტორული ფირმის თემატური მონიტორინგი.

მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმებისას გამოვლინდა, რომ აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილის ინფორმაცია, კონკრეტულად კი აუდიტორული მომსახურების გარიგებების სია არ იყო სრული და ზოგიერთ შემთხვევებში წარმოადგენდა აუდიტორული ფირმის მიერ შესრულებული აუდიტორული მომსახურების გარიგებების 10%. აღნიშნული ტიპის ფაქტები პირველად 2018 წლის მონიტორინგებისას გამოვლინდა. გამოვლენილ ფაქტები მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მხრიდან შეფასდა, როგორც მონიტორინგის მასშტაბის შეზღუდვა და კვალიფიცირდა კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობად, რასთან მიმართებაშიც გამოყენებული იქნა კანონის დადგენილი შესაბამისი საქნქციები.

აუდიტის გარიგებების დოკუმენტაციის შესწავლისას, ასევე ფირმის დონეზე ხარისხის კონტროლის სისტემების შესწავლისას გამოვლენილია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტთან და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის 177 ფაქტი. გამოვლენილი შეუსაბამობის ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო გარიგების დაგეგმვისა და აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზე ჩასატარებელ პროცედურებთან.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

აუდიტორების და აუდიტორული ფირმების შემოსავლები 18%-ით გაიზარდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

წინა სტატია

Motivation Without Borders
03 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

İhraç edilen şarap oranı %6, fiyatı ise %9 arttı
03 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker