ყველაზე ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრები თბილისში

თბილისში ბიზნეს ცენტრებში, 1 კვ.მ ოფისის იჯარის მაქსიმალური ფასი 46 აშშ დოლარიდან იწყება, საშუალო ფასი 20 აშშ-დან, ხოლო მინიმალური ფასი 8 აშშ დოლარიდან.

თბილისში მდებარე ბიზნეს ცენტრების საოფისე ფართების საწყისი ფასები ივნისის ბოლოს/ივლისის მდგომარეობით, PropertyGeorgia-მ მოამზადა.

ამ პერიოდში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნეს ცენტრებს შორის პირველი ადგილი კვლავაც უცვლელად უკავია Courtyard Marriott-ში მდებარე GMT Plaza-ს, სადაც კვადრატულის ფასი წინა თვესთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, 35-დან 46 აშშ დოლარამდე (დღგ-ს გარეშე).

ბიზნეს ცენტრების ფასების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს კომპანია "რედიქსის" ჭავჭავაძის ბიზნეს ცენტრი. ფასები უცვლელია კომპანია რედიქსის "ტაბიძე 1" ბიზნეს ცენტრში, სადაც 1 კვ.მ - 30 დოლარს შეადგენს, ასევე, Axis Towers-სა და "მწვანე შენობაში”, სადაც ფასები შესაბამისად 25 აშშ დოლარია.

რუსთაველზე მდებარე სავაჭრო-საოფისე ცენტრ "მერანში" 1 კვ.მ საოფისე ფართის ქირაობა 25 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, რაც 25% აღემატება გასული თვის მაჩვენებელს.

საოფისე ფართის იჯარა კვლავაც 23 დოლარი ღირს King David-ის ბიზნეს ცენტრში.

სიაში შემდეგი "მეიდან პალასია". 20 აშშ დოლარი დაგიჯდებათ 1 კვადრატული საოფისე ფართის ქირაობა Pixel-ის და "ბელინსკის ბიზნეს ცენტრებში" ვაჟა-ფშველას ბიზნეს ცენტრში კვ.მ -ს ფასი კვლავაც 18$-დან იწყება.

შედარებით ბიუჯეტური შემოთავაზებებია ბესიკის, მოზაიკასა და პანორამას ბიზნეს ცენტრებში, სადაც კვადრატული საოფისე ფართის ქირის ფასი 15 აშშ დოლარს შეადგენს. კიდევ უფრო ხელმისაწვდომია ფასები "ქარვალსაში", "მეგალაინისა" და საბურთალოს ბიზნეს ცენტრებში, სადაც კვ. ფასი 8–დან 10 დოლარამდე მერყეობს.

წინა სტატია

გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უხელმძღვანელებს
04 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

სადაზღვევო ბროკერებს კანონით ახალი მოთხოვნები უწესდებათ
04 ივლისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker