TBC ინფლაციის დონის დაჩქარებას პროგნოზირებს

ივნისში წლიური ინფლაციის დონე 4.9% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4%–ით შემცირებული მაჩვენებელია.

მიუხედავად ივნისში ინფლაციის ტემპის შემცირებისა TBC პროგნოზირებს, რომ გაუფასურებული ლარი გავლენას იქონიებს ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით.

"მომავალ თვეებში ინფლაციის დონის ზრდას ველოდებით. ინფლაციის ისეთ კომპონენტებზე, როგორიც მაგალითად საკვებისა და ტრანსპორტის ფასებია, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის დონე 5%–მდე გაიზრდება", – განმარტავენ TBC-ში.

ამასთან ბანკში აღნიშნავენ, რომ თუკი ლარის კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება არსებულ მაჩვენებელზე და არ გამყარდება, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება და მათ პროგნოზსაც გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრები თბილისში

პორტებში ტვირთბრუნვის ზრდა დაფიქსირდა

ყველაზე ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრები თბილისში

ყველაზე ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრები თბილისში

წინა სტატია

Holiday Inn Telavi officially opens its doors to the public
05 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
05 ივლისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker