ADB-იმ საქართველოს $415 მილიონის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის $415 მილიონის სესხი დაამტკიცა. ADB-ში განმარტავენ, რომ პროექტი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და საქართველოს რეგიონის სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

"ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად.

23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა", – განმარტავენ აზიის განვითარების ბანკში.

"მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ზრდისა და განვითარებისთვის; ქვეყანა ხომ ევროპისა და აზიის ტრანზიტული და სავაჭრო დამაკავშირებელი მიმართულებების ცენტრშია", ამბობს ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერნერ ლიპახი. "ახალი შემოვლითი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დერეფანს და ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და კავშირებს და გაზრდის რეგიონში ვიზიტორთა რიცხვს, რადგან აქ მრავლადაა მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები".

ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მუცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია.
პროექტის სავარაუდო ღირებულება $558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი.

ჩვენ გირჩევთ

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს

სებ: წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ნიშნულზე - 4.5%-ზე შენარჩუნდება

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს

წინა სტატია

Буцхрикидзе: энергетика является хребтом экономики Грузии
31 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ADB Approves $415 Million Loan to Improve Georgia's North–South Road Corridor
01 აგვისტო, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker