კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  - 153 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, თუმცა 2018 წლის პირველი ნახევრის მოგებასთან შედარებით მისი მოგება 16%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 148 მლნ ლარით, რაც 30%-ით მეტია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე „ტერაბანკია“ 13 მლნ ლარის მოგებით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „ბანკი ქართუა“, რომლის მოგებაც 4-ჯერ გაიზარდა და 12 მლნ ლარი შეადგინა.

წლის პირველი ნახევარი ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა: „სილქ როუდ ბანკმა“ -0.4 მლნ ლარით,  „ფინკა ბანკმა“ -0.7 მლნ ლარით და „პაშა ბანკმა“ -3.5 მლნ დოლარით.

პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 361 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა. 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 12%-ით არის შემცირებული.

გრაფიკი: ბანკების წმინდა მოგება 2019 წლის იანვარ-ივნისში, მილიონ ლარებში

slide37

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული

რა გაძვირდა ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში?

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული

წინა სტატია

Galaxy Note10|10+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო
09 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა
12 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker