ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის 100% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. მის განცხადებას ტელეარხი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეარხს დღეს 70 მილიონ ლარამდე კრედიტორული დავალიანება აქვს. მის გაყიდვას ხალვაში კონკურსის წესით გეგმავს.

"სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის რუსთავი 2-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომაყენა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ", – წერს ხალვაში.

მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანია კონკურსის წესით გაიყიდება, რომელიც 1 კვირას გაგრძელდება.

"პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება. კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს - ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს. ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა", – წერს ხალვაში.

ჩვენ გირჩევთ

ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა

ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა

წინა სტატია

ღრუბლების ბრძოლა
12 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

სესხით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები 0%–იანი შესრულების მაჩვენებლით
12 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker