GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ 6 თვეში 472.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ჯგუფის შემოსავლები წლიურად 12.7%–ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში GHG-ის მოგება 31.3 მლნ ლარს შეადგენდა (IFRS 16–ის გარეშე), ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%–ია. 

შემოსავლები ჯგუფის ბიზნესების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საავადმყოფოების ბიზნესი – 149 მლნ–ის შემოსავალი. ზრდა წინა წელთან შედარებით 12.8%
  • კლინიკების ბიზნესი – 22 მლნ–ის შემოსავალი. ზრდა წინა წელთან შედარებით 13.3%
  • აფთიაქების და დისტრიბუციის ბიზნესი – 295.2 მლნ–ის შემოსავალი; წლიური ზრდა 16.1%
  • სამედიცინო დაზღვევის ბიზნესი – 36.4 მლნ–ის შემოსავალი; წლიური ზრდა 34.7%
  • დიაგნოსტიკა – 2.3 მლნ ლარის შემოსავალი; ზრდა 65.8%

GHG-ის მონაცემებით, დღეს მათ ფარმაცევტულ და ვაჭრობის ბიზნესს შემოსავლების მიხედვით მთლიანი ბაზრის 30% უკავია. ჯგუფის მფლობელობაშია სააფთიაქო ქსელები – ფარმადეპო და GPC. 2019 წლის პირველი კვარტლის სადაზღვევო პრემიების მიხედვით კი GHG-ს სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 31.1% უკავია.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. GHG ჯანდაცვის პირველი ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა. "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" "სამედიცინო კორპორაცია ევექსს“, ასევე სადაზღვევო კომპანია "იმედი L-ს" მართავს და ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

ჩვენ გირჩევთ

რა შემოსავალს იღებენ თბილისელები Airbnb-დან და როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 3 წელში

ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები და სასწავლო პროგრამები საქართველოში

რა შემოსავალს იღებენ თბილისელები Airbnb-დან და როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 3 წელში

რა შემოსავალს იღებენ თბილისელები Airbnb-დან და როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 3 წელში

წინა სტატია

How much do residents of Tbilisi earn from Airbnb portal
14 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა
14 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker