საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისათვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე,   ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და  ტრანზაქციების  რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის.

ჩვენ გირჩევთ

იტალიიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს კაპიტალმა წლის პირველ ნახევარში 672,3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

იტალიიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

იტალიიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა
19 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

იანვარ-ივლისში ბანკების მოგება 21 მილიონი ლარით შემცირდა
21 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker