ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 10.7 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით 3.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის ივლისთან შედარებით 10.7%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 2%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 1.7% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე - 4.3%-ით. 1.2%-ით გაძვირდა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოება, 9%-ით ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 12%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.1%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (16%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.4%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

ჩვენ გირჩევთ

Forbes: ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში იზრდება

ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა

Forbes: ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში იზრდება

Forbes: ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში იზრდება

წინა სტატია

იანვარ-ივლისში ბანკების მოგება 21 მილიონი ლარით შემცირდა
21 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში
21 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker