ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 4.9%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.9%-ით გაძვირდა.

აგვისტოში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი - 4.8%, ხორცი - 2.3%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.6%.  შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.6%. 0.7%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, 0.6%-ით ტრანსპორტი. ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 2.2%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (13.8%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 8%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 4.4%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.9%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

ჩვენ გირჩევთ

შესასრულებელი მისია

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული

შესასრულებელი მისია

შესასრულებელი მისია

წინა სტატია

საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა
03 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

სტარტაპის სტატუსის მოსაპოვებლად სპეციალური პირობების დაკმაყოფილება გახდება სავალდებულო
03 სექტემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker