ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.4%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.4%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი - 8.1%, ხორცი - 2.3%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.6%, ბოსტნეული და ბაღჩეული- 2.7%, 0.7%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, 1.7%-ით საოჯახო ნივთები, 1.5%-ით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.  

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (14.6%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 11.7%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 3.9%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 5.5%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

წინა სტატია

"თავისუფლების ქარხანა" - თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში
02 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია
03 ოქტომბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker