ლუი ვიტონის მფლობელი 36 საათით იკავებდა მეორე ადგილს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში

Forbes Real-Time-ის მიხედვით, ლუი ვიტონისა და დიორის მფლობელი ბერნარ არნო 36 საათით იკავებდა საპატიო მეორე ადგილს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, მან თვით ბილ გეითსსაც კი გაუსწრო. არნო ამჟამად ისევ მესამე ადგილს დაუბრუნდა.

Forbes Real-Time-ის მიხედვით, არნოს ქონებამ დროებით 107 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო Microsoft-ის თანადამფუძნებლი ბილ გეითის ქონებამ - 106.8 მილიარდი აშშ დოლარი.

პირველ ადგილს ამაზონის დამფუძნებლი ჯეფ ბეზოსი იკავებს, მას არნო 5.3 მილიარდი დოლარით ჩამორჩება.

არნოს ქონების ზრდა LVMH-ის აქციებზე ფასის მატებამ განაპირობა, რომელიც ოქტომბრდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, აქიცების ფასმა ისტროულ მაქსიმუმს მიაღწია და თითო აქციის ღირებულებამ 400.9 ევრო შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში, LVMH-ის აქციები დაახლოებით 253 ევრო ღირდა.

წყარო: Forbes.com

ჩვენ გირჩევთ

Uber-მა 1.1 მილიარდი დოლარი დაკარგა

ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი აშშ დოლარით იზრდება

Uber-მა 1.1 მილიარდი დოლარი დაკარგა

Uber-მა 1.1 მილიარდი დოლარი დაკარგა

წინა სტატია

ფილიპ მორისი და Altria შერწყმაზე თავს იკავებენ
07 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Philip Morris and Altria called off merger talks
07 ნოემბერი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker