ოქტომბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 218 მილიონი დოლარით შემცირდა

2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 218 მილიონი დოლარით (6.4%-ით) შემცირდა და 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეზერვების მოცულობა დაახლოებით მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ოქტომბერში რეზერვების კლება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის 30%-დან 25%-მდე შემცირებამ და სამთავრობო ოპერაციებმა განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 293 მილიონი დოლარით (10%-ით) არის გაზრდილი.

2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული 3.2 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 2.7 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 494 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

ჩვენ გირჩევთ

ქართული ბანკების რეიტინგი, წმინდა მოგებისა და აქტივების მიხედვით

თურქული დილემა

ქართული ბანკების რეიტინგი, წმინდა მოგებისა და აქტივების მიხედვით

ქართული ბანკების რეიტინგი, წმინდა მოგებისა და აქტივების მიხედვით

წინა სტატია

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს
08 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები უკვე ცნობილია
08 ნოემბერი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker