ინდოეთში მილიარდერთა რაოდენობა მცირდება

2018 წლის ბოლოს ინდოეთში მილიარდერთა რიცხვი 10.9%-ით შემცირდა და დღესდღეობით ინდოეთი 106 მილიარდერით არის წარმოდგენილი. შემცირება გამოწვეულია არამდგარდი ეკონომიკური გარემოთი და ფინასნური კრიზისით, ნათქვამია გლობალური ფინანსური მომსახურების კომპანიის UBS-ის და საკონსულტაციო ფირმის PWC- ის დასკვნაში.

ამ თვეში გამოქვეყნებული უახლესი 'Billionaire Effect' ის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის მილიარდერების მთლიანი ქონება შემცირდა 8.6%-ით და 405.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

“ინდოეთის ეკონომიკამ ფინანსური კრიზისი განიცადა. მომხმარებლების მოთხოვნა შემცირებულია. ნდობის დონე დაეცა და არავის სურს დაბანდება”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, ინდოეთში მთლიანი მილიარდერების 58% სელფმეიდია და მილიარდები მათ მემკვიდრეობით არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების რიცხვი მთელს მსოფლიოში 57-ით შემცირდა და მათი რაოდენობა 2101 აღწევს. შესაბამისად შემცირებულია მათი ქონებაც 4.3%-ით და $ 8.5 ტრილიონს უტოლდება.

ამასთან, მილიარდერების სიმდიდრე 2013–2018 წლებში 34.5%-ით გაიზარდა, წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით.

ანგარიშის თანახმად, ქალი მილიარდერების რიცხვი გასული წლის ბოლოს 46%-ით გაიზარდა 233-მდე, მამაკაცი მილიარდერების ზრდამ კი 39% შეადგინა.

წყარო: livemint

ჩვენ გირჩევთ

იდუმალებით მოცული მწერალი

რა ღირებულების ქონებას ფლობენ დონ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები

იდუმალებით მოცული მწერალი

იდუმალებით მოცული მწერალი

წინა სტატია

Bill Gates gave away $35 billion this year but didn’t see his personal net worth drop
13 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიმართება
14 ნოემბერი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker