PayPal კომპანია Honey-ის 4 მილიარდ დოლარად ყიდულობს

PayPal-ი აცხადებს, რომ 4 მილიარდ დოლარს დახარჯავს კომპანია Honey-ის შესაძენად და აღნიშნავს, რომ ეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი შენაძენია. Honey-ი არის ონლაინპლატფორმა, რომელიც ადამიანებს, სარფიანი გარიგებების აღმოჩენით, ფულის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

პლატფორმა Honey-ი შარშან გამოჩნდა ფორბსის სტარტაპების სიაში. 2018 წელს მისმა შემოსავლმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა. Honey-ი მოგებიანი იყო წმინდა მოგების თვალსაზრისითაც.

"Honey-ი არის PayPal-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი. ეს არის სერვისების ყველაზე ფართო პორტფელი, რომელიც მომხმარებლებს უმარტივებს ვაჭრობას", - განაცხადა დენ შულმანმა, PayPal-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

Honey-ი პრომო კოდებისა და ვაუჩერების მეშვეობით მომხმარებელს აძლევს საშუალბას დაზოგონ ფული ონლაინვაჭრობის დროს და თავლყური ადევენონ სასურველ პროდუქტზე ფასდაკლებებს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმას 17 მილიონ ადამიანზე მეტი მომხმარებელი ყავს თვეში და 30 000-ზე მეტ საცალო მაღაზიასთან თანამშრომლობს.

კომპანია Honey-ი დაფუძნებულია ლოს-ანჯელესში 2012 წელს. აღსანიშნავია, რომ PayPal-მა გასულ წელს 2.2 მილიარდ დოლარად შეიძინა შვედური ფინტექ სტარტაპი.

წყარო: Forbes

ჩვენ გირჩევთ

მყარად ანაგები 30

"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში

მყარად ანაგები 30

მყარად ანაგები 30

წინა სტატია

Huawei-ის სმარტფონების გაყიდვები მზარდი მხოლოდ ჩინეთში რჩება
21 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ZARA-ს ახალი სუნთქვა
22 ნოემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker