ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 189 მილიონით გაიზარდა

2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 189 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 163 მლნ დოლარით გაიზარდა. ოქტომბრის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 64.4% შეადგინა. სექტემბრის ბოლოსაც დოლარიზაცია 64.4% იყო, ხოლო ერთი წლის წინ 64.2% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 17.5 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 9.6 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2018 წლის პირველ ნოემბერთან შედარებით, 2019 წლის პირველ ნოემბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1 371 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 460 მლნ დოლარით.

2019 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9%-ია, ერთი წლის წინაც 2.9% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.1%-ია, ერთი წლის წინაც 8.1% იყო.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

ZARA-ს ახალი სუნთქვა

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

წინა სტატია

თბილისს ვენა არ ეტყობა
25 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

სესხების 55.4 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული
25 ნოემბერი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker