ლუი ვიტონმა Tiffany & Co-სთან 16.2 მილიარდიანი გარიგება დადო

ლუი ვიტონი Tiffany & Co.– ს 16.2 მილიარდ დოლარად შეიძენს, რაც მას სამკაულების ბაზარზე  პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჯგუფი აღნიშნავს, რომ კომპანია ინვესტირებას აპირებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიუველირო კომპანიის განვითარებაში.

„მინდა გამოვხატო ჩვენი უდიდესი პატივისცემა Tiffany & Co.-ს მიმართ. ჩვენი გუნდი აპირებს კომპანიის განვითარებას იგივე მონდომებით და ენთუზიაზმით, როგორც ვზრუნავთ თითოეულ ჩვენს მოდის სახლზე“, - განაცხადა ლუი ვიტონის CEO ბერნარ არნომ.

„სტრატეგიული ანალიზის შემდეგ, ჩვენმა საბჭომ დაასკვნა, რომ LVMH-თან ეს გარიგება გვაძლევს გზას მორიგი წარმატებებისკენ. ლუი ვიტონი აპირებს ინვესტირებას Tiffany & Co.-ს აქტივებში და ასევე ადამიანურ კაპიტალში“, აღნიშნა როჯერ ფარამ, Tiffany & Co.-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში LVMH–მა Tiffany & Co.-ს 120 დოლარი შესთავაზა თითო აქციაში, საბოლოო ჯამში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლუი ვიტონი 135 დოლარს გადაიხდიდა კომპანიის თითო აქციაში.

ჩვენ გირჩევთ

ZARA-ს ახალი სუნთქვა

ბლუმბერგი ტრამპზე 17-ჯერ მდიდარია

ZARA-ს ახალი სუნთქვა

ZARA-ს ახალი სუნთქვა

წინა სტატია

LVMH Seals Tiffany Deal for $16.2 Billion
25 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

2019 წელის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები
25 ნოემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker