საფრანგეთში „შავი პარასკევის“ რეკლამირებას აკრძალავენ

ფრანგ დეპუტატებს კანონში შეაქვთ ცვლილება, რომელიც „შავი პარასკევის“ რეკლამას აკრძალავს. აღნიშნული ცვლილება დანაგვიანების საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც კანონით რეგულირდება. აღნიშნულ კამპანიას არამარტო დეპუტატები, არამედ წამყვანი მოდის სახლებიც უერთდებიან. უკვე დაახლოებით 600-მა ბრენდმა გამოუცხადა ბოიკოტი „შავ პარასკევს“.

„ყოველწლიურად, საფრანგეთში დიდი რაოდენობის ტანსაცმელი იყრება და მათი რაოდენობა 500 მილიონსაც კი აღწევს. ჩვენ არ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ისეთ ღონისძიებაში, რომელიც დანაგვიანებას და გადაჭარბებულ მოხმარებას უწყობს ხელს“, -  აღნიშნულია რითეილერების ერთობლივ განცხადებაში.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, „შავი პარასკევი“ არამხოლოდ გარემოს აზიანებს, არამედ საზოგადოებასაც ვნებს, რადგან მომსახურე პერსონალის შრომითი უფლებები ირღვევა და მათი შესრულებული სამუშაო შესაბამისად არ ნაზღაურდება. „შავი პარასკევის“ დროს ზარალდებიან მოდის სახლები და მწარმოებლებიც, რადგან იძულებულნი არიან ესა თუ ის ნივთი თვითღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად გაყიდონ, რაც მათთვის სრულიად არამომგებიანია.

ჩვენ გირჩევთ

ბერნარ არნოს ქონება თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

კაილი ჯენერი Coty Inc.-თან 600 მილიონიან გარიგებას დადებს

ბერნარ არნოს ქონება თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

ბერნარ არნოს ქონება თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

წინა სტატია

7 რამ, რაც უნდა იცოდეთ ავტო სესხის აღებამდე
29 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

French MPs Pass Amendment To Ban Advertising To Promote Black Friday
29 ნოემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker