გამოფენა და კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები“ ექსპოჯორჯიაში გაიმართება

4-5 დეკემბერს გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - Elcomm Caucasus 2019-ს უმასპინძლებს. გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით, 4 დეკემბერს  კონფერენცია "გლობალური ენერგეტიკული ტრენდები. ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის" გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელექტროტრანსფორმატორები და რეაქტორები, ჰიდრავლიკური ტურბინები; კონტროლირებადი რეაქტორები; მონიტორინგის სისტემები; მზის პანელები; ახალი ენერგეტიკული პროდუქტები და მომსახურება; კავშირგაბმულობის სისტემები და ა.შ.

ექპოჯორჯია საშუალებას მისცემს ინდუსტრიის წარმომადგენლებს: მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები.

გამოფენის ფარგლებში ტარდება B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეები პირისპირ შეხვდებიან ბაზარზე მყოფ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კომპანიას და პოტენციურ პარტნიორს. გასულ წელს ამ შეხვედრების შედეგად გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება და დამყარდა არაერთი პარტნიორული ურთიერთობა.

კონფერენციაზე დასასწრებად და B2B შეხვედრების დასაგეგმად, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკაშირდით: marketing@expogeorgia.ge

კონფერენციის განრიგი:

ჩვენ გირჩევთ

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები

7 რამ, რაც უნდა იცოდეთ ავტო სესხის აღებამდე

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები

წინა სტატია

PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში
03 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Pisa rankings: Why Estonian pupils shine in global tests
03 დეკემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker