მოწეული ქონება

შვიდი წლის წინ მოსაწევის გაყიდვა ამერიკაში საჩოთირო ბიზნესი იყო. მაგრამ ახალ მარიხუანის მილიარდერს, ბორის ჯორდანს არ შეშინებია... ბოლო-ბოლო კბილი 1990-იანების დასაწყისის რუსეთში ჰქონდა მოცვლილი, სადაც ინვესტირებას ეწეოდა.

ბორის ჯორდანი მოსკოვში 1992 წელს გადასახლდა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ერთი წლის თავზე. სამი წლის შემდეგ, იმხანად 28 წლის ჯორდანმა, Renaissance Capital-ი დააფუძნა – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ფირმა რუსეთში 2008-ის რეცესიამდე. სი კლიფის (ნიუ-იორკი) მკვიდრს, რომელმაც New York University-ში პოლიტიკური მეცნიერება ისწავლა, კვლავაც აქვს რუსეთში ინვესტიციები, მათ შორის, ფლობს წილს Renaissance Capital-ში, რომლის შემოსავლებიც $1.1 მილიარდს შეადგენს.

ჯორდანის $1-მილიარდიანი ქონების დიდი ნაწილი იმ ინვესტიციას უკავშირდება, რომელიც 2012 წელს შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ განახორციელა. აბეზარმა მეზობელმა ის დაარწმუნა, სამედიცინო მარიხუანაში დაებანდებინა ფული. თავიდან იდეით არ მოხიბლულა, მაგრამ რაღაც მომენტში, მარიხუანის ამ ახალბედა, ე.წ. ნაცრისფერი ბაზრის ინდუსტრიასა და 1990-იანების დასაწყისში რუსეთში ბიზნესის კეთებას შორის პარალელების გავლება დაიწყო. "იქ არავითარი კაპიტალური ბაზრები არ იყო, არც რეგულაციები და არც გამჭვირვალობა", -  იხსენებს ჯორდანი. 

მან პირველი ინვესტიცია იმ დროს PalliaTech-ად წოდებულ Curaleaf-ში განახორციელა – 2012 წელს, როცა რეკრეაციული მარიხუანა მხოლოდ ვაშინგტონის შტატში იყო ლეგალური, მისი სამედიცინო გამოყენება კი მხოლოდ 18 შტატსა და ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) დაიშვებოდა. Curaleaf-ი ჯერჯერობით ძალიან დიდი კომპანიაარ არის, – გასული წლის შემოსავლებმა $77 მილიონი შეადგინა, – მაგრამ საკმარისად დიდია, აშშ-ში მარიხუანის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია რომ იყოს. ამასთან, მოსაწევის აქციები ერთობ ძვირად ფასობს; Curaleaf-ის აქციები ტორონტოს ბაზარზე ბრუნავს; ჯორდანის 31%-იანი წილი კი, ამას წინათ, $900 მილიონს გაუტოლდა.   

მარიხუანა სრულად ლეგალური დღეს 11 შტატშია, მათ შორის, კალიფორნიაში, თუმცა, ჯორდანის პროგნოზით, მომდევნო სამ-ხუთ წელიწადში ის მთელ ქვეყანაში ლეგალური გახდება. ცხადია, ლეგალიზაცია ახალ მეტოქეებსაც შეჰმატებს გაძეძგილ მინდორს, მაგრამ ჯორდანი ფიქრობს, რომ Curaleaf-ი შეძლებს წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას – ნაწილობრივ, ისეთი კონკურენტების ყიდვით, როგორიც Grassroots Cannabis-ია, რომლის შეძენასაც ამ ზაფხულს, $875 მილიონად (ნაღდი ფულისა და აქციების სახით) დათანხმდა. "კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ ის მოთამაშეები გამოვლენ გამარჯვებულები, ვინც პირველები მოვლენ და ვისაც ბრენდები ექნებათ შექმნილი".    

ჩვენ გირჩევთ

ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება

ანთებული ნათურის ფასი

ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება

ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება

წინა სტატია

ჯეფ ბეზოსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ათწლეულის ბიზნესმენად დასახელდა
16 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს
17 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker