საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა 50 მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობის 7-წლამდე ვადიანობით სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რესურსის ათვისება შესაძლებელია დოლარში, ევროსა და ლარში დენომინირებულ ტრანშებად. ლარში დენომინირებული ტრანშის შესაძლო მოცულობა განსაზღვრულია რესურსის მთლიანი მოცულობის 50%-ით. ადგილობრივ ვალუტაში ტრანშის ათვისება ევროკავშირის Neighbourhood Investment Facility-ის მხარდაჭერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME), ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების (MidCaps) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას მოხმარდება. რესურსი ქვეყანაში ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წახალისებასა და ხელშეწყობისთვის არის მიმართული. 

“მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი მეორე ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა. გრძელვადიანი და მულტისავალუტო რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების განვითარების დასაფინანსებლად გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-დაკრედიტებისთვის რესურსის გამოყენება ადგილობრივ ვალუტაშიც შეგვიძლია. ეს მეტად გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს ლარში დენომინირებული გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკსპარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არაერთ გარიგებას დავასრულებთ წარმატებით”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

“ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და მისი მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ევროკავშირის ბანკის მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამისათვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარება არის საჭირო. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენი ტრანზაქციები როგორც ამ კომპანიების, ასევე ქვეყნის ბიზნესპერსპექტივების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა ლილიანა პავლოვამ, EIB -ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

წინა სტატია

მალდივები Google-ის TOP-10 სასურველი ტურისტული მიმართულებების სათავეშია
18 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

BBC-იმ შეიძლება წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგოს
18 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker