მსოფლიოს მასშტაბით Google შეფერხებით მუშაობს

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ Google-ის სერვისებზე წვდომა შეფერხებული აქვთ.

Google-ის გაუმართაობაზე მომხმარებლები ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ბალკანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩივიან. მომხმარებელთა უმეტესობა, ვინც Google-ით სარგებლობისას პრობლემის შესახებ Downdetector-ზე განაცხადა, წერს, რომ ვებგვერდზე ვერ შედის. აღნიშნულ საიტზე მსგავსი შინაარსის 5000-მდე კომენტარს შეხვდებით. 

კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ და შესაბამისად, რა გახდა Google-ის სერვისების გაუმართაობის მიზეზი ჯეჯრჯერობით უცნობია.

ჩვენ გირჩევთ

BBC-იმ შეიძლება წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგოს

პეპსი coffee-cola-ს გაყიდვებს იწყებს

BBC-იმ შეიძლება წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგოს

BBC-იმ შეიძლება წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგოს

წინა სტატია

ახალი ტემპით
19 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ფორდი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილს შექმნის
19 დეკემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker