უკრაინელი მილიარდერი ჩერნოვეცკი შავი ზღვის პირას მდებარე ვილას ყიდის

უკრაინელი მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი შავი ზღვის პირას მდებარე ვილას ყიდის. ცნობილი მილიარდერის ქონების გაყიდვის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ ეტაპზე კონკრეტული ფასი არ სახელდება.

ქობულეთის სანაპიროზე უკრაინის ყოფილი მერის საკუთრება 2.5 ჰექტარს მოიცავს. ვილა შავი ზღვის სანაპიროზე ჩერნოვეცკმა 2014 წელს აიშენა. გასაყიდი ობიექტის შემადგენლობაშია ვერტმფრენის მოედანი, პერსონალისთვის განკუთვნილი შენობა 620 კვ.მ.-ზე. სახლი აღჭურვილია კლიმატკონტროლითა და ჭკვიანი სახლის სისტემით.

ძვირადღირებული ვილის შემადგენლობაშია ჩოგბურთის მოედანი, ძაღლების ვოლიერი, გამწვანებული ბაღი, 7 ავტომობილზე გათვლილი გარაჟი ავტომობილებით - Toyota Prado, Range Rover, Mercedes Benz, Mercedes Maybach, კვადროციკლები და ტრაქტორიც კი.

საბანკეტო დარბაზი 230 კვ.მ.-ს მოიცავს. სახლის მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია - სვაროვსკის ჭაღები, ორი ლიფტი, 3 სამზარეულო, სამრეცხაო, პერსონალური კაბინეტი, 9 გარდერობი, 8 საძინებელი, საუნა, ყინულის ოთახი, აბანო, არომათერაპიის ოთახი, 2 დახურული აუზი, წყლის მასაჟორები, სავარჯიშო დარბაზი, კოსმეტიკური კაბინეტი, ტერასა 1510 კვ.მ-ზე.

ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკოსი და ბიზნესმენია, რომელიც 2006-2012 წლებში - კიევის მერის თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დააყენა, თუმცა, 1%-ზე ნაკლები ხმა მიიღო. ქონება კი 90-ან წლებში რამდენიმე წარმატებული ბიზნესის წყალობით დააგროვა.

ჩვენ გირჩევთ

კელი დეგნანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

ახალი ტემპით

კელი დეგნანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

კელი დეგნანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

წინა სტატია

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია
20 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი
21 დეკემბერი, 2019
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker