Forbes-მა 2019 წლის წარმატებული და უიღბლო მილიარდერები დაასახელა

Forbes-მა 2019 წლის ყველაზე წარმატებული და უიღბლო მილიარდერები დაასახელა. 2019 წელი საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა მილიარდერებისთვის, მათ შორის ხუთმა ყველაზე იღბლიანმა და წარმატებულმა საკუთარ ქონებას ჯამურად თითქმის 112 მილიარდი დოლარი შემატა.  გასულ წელს ამ მონაცემმა 48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მილიარდერ ბერნარ არნოს მიიჩნევს, რომელიც 2019 წელს ბრენდ Louis Vuitton-ის მფლობელი გახდა. ის ერთ-ერთია იმ სამ მილიარდრს შორის, ვინც $100 მილიარდზე მეტს ფლობს. წელს მისი ქონება $40 მილიარდით გაიზარდა.

მარკ ცუკერბერკი წარმატებულ მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზეა, აღსანშნავია, რომ ცუკერბერგი გასული წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი იყო, რადგან მან 18.7 მილიარდი დოლარი დაკარგა.  წელს კი  მისი ქონება 22.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

2019 წლის მესამე ყველაზე იღბილიანი მილიარდერი ამანსიო ორტეგაა. მისი ქონება 17.3 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

წლის უიღბლო მილიარდერებს შორის Forbes-მა მეორე ადგილი Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს მიანიჭა. მან 2019 წელს $13,1 მილიარდი დაკარგა. მიზეზი ცოლთან განშორება გახდა. პირველ ადგილზეა კომპანია Wipro Limited-ის მფლობელი აზიმ პრემჟი, რომელმაც ბეზოსზე $1 მილიარდით მეტი დაკარგა. უიღბლო მილიარდერთა სიაში მესამეა სუბჰაშ ჩანდრა, რომელიც მედიაკონგლომერატ Essel Group-ს ფლობს. მისი ქონება 3.4 მილიარდით შემცირდა და 660 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: Forbes

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

ფორდი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილს შექმნის

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

წინა სტატია

საუკეთესო დრო iPhone Xs-ის შესაძენად
23 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes-მა ინვესტიციისთვის 2020 წლის საუკეთესო ევროპული ქალაქები დაასახელა
23 დეკემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker