გრანთ თორნთონმა ბათუმში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

გრანთ თორნთონმა პირველი რეგიონული წარმოამდგენლობა გახსნა აჭარის რეგიონში. საინაუგურაციო მიღება 20 დეკემბერ გაიმართა.

კომპანია გრანთ თორნთონი 2019 წელს მნიშვნელოვანი სიახლით ასრულებს. 20 დეკემბერს ბათუმში კომპანიის ახალი ფილიალი გაიხსნა. გრანთ თორნთონი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნციონირებს. დაარსების შემდეგ კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა: 5 თანამშრომლით დაწყებულ საქმიანობას დღეს უკვე თბილისის ოფისში 60 თანამშრომელი აგრძელებს, მომავალი წლიდან კი ამ რიცხვს ბათუმის ოფისის კიდევ 5 თანამშრომელი დაემატება.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ახალი ოფისის ღუზა ჩავუშვით ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ეკონომიკურად ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ რეგიონში! ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კლიენტი რეგიონში და დარწმუნებული ვარ, ინვესტორებისთვის, მსხვილი აუდიტორული ქსელის, გრანთ თორნთონის წევრი კომპანიის აჭარის რეგიონში ყოფნა, ნამდვილად იქნება კარგი სიგნალი და კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა განახორციელონ აჭარაში ინვესტიციები. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კომერციული მიზნით არ შემოიფარგლება, ბათუმში დაგეგმილია სხვადასხვა ტრეინინგების და სემინარების ჩატარება ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. ოფისში დასაქმებული იქნებიან ადგილობრივი კადრები, მართვა და ხარისხის კონტროლი კი თბილისიდან ცენტრალიზებულად მოხდება” - ამბობს ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი.

სადღესასწაულო მიღება სასტუმრო ჰილტონში გაიმართა. სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მიღებას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბატონი ტიტე აროშიძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე - ბატონი ნიკა ჩხარტიშვილი, თურქეთის საკონსულოს კომერციული ატაშე - ქალბატონი დიდემ დირლიკ სონგიური.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენ ფირმას საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული წელი ჰქონდა და განაგრძობს აქტიურ ინვესტირებას ახალი მომსახურებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების განვითარებაში, კლიენტებისათვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში, რათა დავეხმაროთ ჩვენს დინამიკურ კლიენტებს მათი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში”, - აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე. 

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 53,000-მდე თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.

ჩვენ გირჩევთ

აუდიტის სფერო საქართველოში - გამოწვევები და მიღწევები

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

აუდიტის სფერო საქართველოში - გამოწვევები და მიღწევები

აუდიტის სფერო საქართველოში - გამოწვევები და მიღწევები

წინა სტატია

The Best European Cities To Invest In For 2020
23 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

LINKEDIN-ი მუშათა კლასისთვის
24 დეკემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker