საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესოები: 2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა); 2019 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი); 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში; 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში; 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი; ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი; 2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია; 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი; 2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი; 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია; ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი; ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები; 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. 

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე. დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდა 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი. ეს ტიტული ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. ღონისძიებას დაესწრნენ სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება. წელს საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორიცაა. ჩვენი და კომიტეტების თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი ოლიმპიელების გენერალური პარტნიორი. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!", -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი მომხმარებელს Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს

გრანთ თორნთონმა ბათუმში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

საქართველოს ბანკი მომხმარებელს Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს

წინა სტატია

From Picasso to Leonardo: The Most Expensive Art Sales Of The 2010s
26 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes Georgia in English - Issue #15
27 დეკემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker