Tiffany-ის გაყიდვები საშობაოდ გაიზარდა

ცნობილ საიუველირო კომპანია Tiffany & Co-ს გაყიდვები საშობაოდ 3%-ით გაეზარდა, ზრდაში მნიშნველოვანი წილი ჩინეთში არსებულმა მაღაზიებმაც შეიტანეს. მის შესახებ Reuters-ი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ზუსტად 3%-იანი ვარდნა უფიქსირდებოდა გასულ წელს როგორც აზიის, ასევე ამერიკის ბაზარზე. Tiffany & Co-ს აღმსარულებელმა დირექტორმა ალესანდრო ბოგლიოლომ გაყიდვების შემცირება ნაკლები ტურსტული ნაკადით და პროდუქტზე შემცირებული მოთხოვნით ახსნა.

მან აღნიშნა, რომ აზიური ბაზრის გამოცოცხლება, განსაკუთრებით კი ჩინეთის კომპანიისთვის სასიამოვნო სიურპრიზია.

"ჩვენს ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩინეთში არსებულმა მაღაზიებმა, შედარებით ნაკლები გაყიდვები გვიფიქსირდება ჰონკონგში", - Tiffany & Co-ს აღმსარულებელი დირექტორი აღნიშნავს.

Tiffany-ის საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნა  შედარებით შემცირებული აშშ-ი და ევროპაში, მაგრამ კონპანია საშობად აქაც ელის გაყიდვების 2-4%-იან ზრდას.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში გაყიდვები 11%-იდან 9%-მდე შემცირდა, რაც მოხმარების გადასახადით აიხსნება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ LVMH-მ Tiffany-ი 12 მილიარდი აშშ დოლარად შეიძინა. Tiffany 182 წლის წინ დაარსდა ამერიკაში და მისი საიუველირო ნაწარმი დღემდე პოპულარულობით სრგებლობს. 

წყარო: Reuters

ჩვენ გირჩევთ

2019 წლის ყველაზე ყურებადი სერიალები

2019 წლის ყველაზე მოგებიანი და წაგებიანი კომპანიები

2019 წლის ყველაზე ყურებადი სერიალები

2019 წლის ყველაზე ყურებადი სერიალები

წინა სტატია

საქართველოს ბანკისა და ანაგის წინასაახალწლო შეთავაზება მომხმარებელს
27 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes-მა ყველაზე ცუდი პაროლების სია გამოაქვეყნა
27 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker