რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2019 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 7%-ია.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად - 15.6%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3%-ით. 7.9%-ით გაძვირდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება.

თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად - 128%-ით ნიორი გაძვირდა, შემდეგ მოდის წიწიბურა 74%-ით. ვაშლი 50%-ით გაძვირდა, მარილი 33%-ით. ფილტრიანი სიგარეტი 31%-ით გაძვირდა, უფილტრო 30%-ით. ყველი და ხორცი 21%-ით გაძვირდა.

ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2019 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

ფასების ზრდა

ნიორი

128%

წიწიბურა

74%

საზამთრო

60%

ვაშლი

50%

ატამი

36%

მარილი

33%

მანდარინი

32%

ჭარხალი

32%

ფილტრიანი სიგარეტი

31%

ლიმონი

30%

ქათმის ბარკლები

30%

უფილტრო სიგარეტი

30%

ქორწინების ოქროს ბეჭედი

30%

მსხალი

29%

ქლიავი

28%

ყურძენი

24%

ფორთოხალი

22%

იმერული ყველი

21%

ძროხის ხორცის ფარში

21%

ხახვი

21%

ჩვენ გირჩევთ

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო დასაგემოვნებელთა შორისაა

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

Wasted State
05 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Tesla-ს აქციების ფასი იზრდება, ელონ მასკის ქონებამ კი $27.5 მილიარდს მიაღწია
06 იანვარი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker