Tesla-ს აქციების ფასი იზრდება, ელონ მასკის ქონებამ კი $27.5 მილიარდს მიაღწია

Tesla-მ 2019 წლის მეოთხე კვარტალი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. ამ შედეგების მიღებაში კომპანიას ჩინეთში აწყობილი ელექტრო-სედანის Model 3-ის შეკვეთებიც დაეხმარა, ელექტრომანქნაზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ელონ მასკსაც ყველა დროის ყველაზე მაღალი წმინდა მოგება დაუფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes-ი იტყობინება.

როგორც კომპანია აღნიშნავს, წლის განმავლობაში Tesla-მ 367,500 ავტომობილი გაყიდა, აქედან  92,550 ელექტრო-სედანი Model 3-ია და 19,450 - Model S და X-ია.

როგორც Forbes-ი აცხადებს, Tesla-ს აქციების ღირებულება 3%-ით გაიზარდა ნაზდაკზე და თითო აქციის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - $ 443,01 დოლარი. კომპანიის აქციები თითქმის 250%-ით გაიზარდა 2019 წლის 3 ივნისის შემდეგ. Tesla-ს აქციებიზე ფასის ასეთმა სწრაფმა მატებამ ელონ მასკის ქონება 27.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აქციების ფასზე ასევე პოზიტიურად მოქმედებს Tesla-ს მეგაქარხანა შანხაიში. ამ პროექტის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია და მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება ერთ წელზე ნაკლებ დროშია ნავარაუდები.

წყარო: Forbes

ჩვენ გირჩევთ

12 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

12 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში

12 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში

წინა სტატია

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2019 წელს?
06 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Tesla Shares Get Boost From Record Deliveries, China Plant Outlook; Elon Musk’s Net Worth Hits $27.5 Billion
06 იანვარი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker