Fujifilm-ი და Xerox-ი თანამშრომლობას წყვეტენ

იაპონურმა კორპორაცია Fujifilm Holdings Corp.-მა განაცხადა, რომ კომპანია ამერიკულ Xerox-თან თანამშრომლობას წყვეტს. კონტრაქტის გაწყვეტის თარიღად კორპორაციამ 2021 წლის მარტის ბოლო დაასახელა. კომპანია აღნიშნავს, რომ Fujifilm-ი აშშ-სა და ევროპულ ბაზრებზე შესვლას საკუთარი ბრენდით გეგმავს. ამის შესახებ The Japantimes-ი იუწყება.

ამჟამინდელი ხუთწლიანი კონტრაქტის მიხედვით, FujiXerox-ს უნდა უზრუნველყო პროდუქციის გაყიდვები აზიურ ბაზარზე, ხოლო Xerox-ს უნდა მოეცვა ევროპა და შეერთებული შტატები.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ Fujifilm-ს აღარ მოუწევს 92 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ყოველწლიური სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა Xerox-ისთვის. შესაბამისად, Fujifilm-ი აღარ გამოიყენებს Xerox-ის ბრენდს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში.

2021 წლის 1 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიები ხელშეკრულებას გაწყვეტენ, Fuji Xerox-ს გადაერქმევა სახელი და Fujifilm Business Innovation Corp.-ი ეწოდება. კომპანიაში განაცხადეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტა Xerox-ისთვის პროდუქციის მიწოდებაზე არ აისახება და ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას ამ კუთხით.

წყარო: The Japan Times.

ჩვენ გირჩევთ

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

Forbes Georgia. 2020 წლის იანვრის ნომერი

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

წინა სტატია

Tesla Shares Get Boost From Record Deliveries, China Plant Outlook; Elon Musk’s Net Worth Hits $27.5 Billion
06 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

2019 წლის ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე
06 იანვარი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker