ქალი, რომელიც ქართული ყველის მივიწყებულ ტრადიციებს ინახავს

BBC-ი ქართული ყველის წარმოების ტრადიციებზე და მის მომავალზე წერს, მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ქართული ყველის მივიწყებულ ტრადიციებს ინახავს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბჭოთა პერიოდში ქართული ყველის წარმოების მეთოდები დაიკარგა, რაც საბჭოთა ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილი იყო.

BBC-ი ქალბატონ ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს გაესაუბრა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ყველის სახეობების მოძიებასა და დარეგისტრირებაში, გარდა ამისა ქალბატონი ანა გახლავთ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და აქტიურადაა ჩართული ქართული ყველის აღორძინების პროცესში. მიქაძე-ჩიკვაიძე ხშირად სტუმრობს შორეულ სოფლებს, სადაც გლეხები და ფერმერები ჯერ კიდევ ძველი ტრადიცების მიხედვით ამზადებენ ყველს.

როგორც მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე BBC-სთან აღნიშნავს, საქართველო თავისუფლად შეიძლება იყოს ყველის სამშობლო, ისევე როგორც ღვინის აკვანად აღიქმება. აღნიშნულის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს მცხეთის მუზეუმი, რომელიც თბილისიდან 26 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, თუ რამდენად ძველია ყველის წარმოების ისტორია საქართველოში. ირკვევა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველის წარმოების ცალკეული ტექნიკა არსებობდა, რაც პროდუქტის ნაირფერობას უწყობდა ხელს. საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის პირობებში გატარებული 70 წლის შედეგად კი ქართული ყველის წარმოების სხვადასხვა მეთოდები მივიწყებას მიეცა.

საბჭოთა ეკონომიკის ნაწილი იყო შეექმნათ მეტი პროდუქცია, რათა დაეკმაყოფილებინათ სსრკ-ს ხალხის მოთხოვნა, ამიტომ აქცენტი ხარისხზე ნაკლებად კეთდებოდა. განსხვავებული ყველის წამოება დიდ დროს მოითხოვდა და შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტს იძლეოდა. ასე დარჩა მხოლოდ 4 ტიპის ყველი ბაზარზე: იმერული, სულგუნი, ქარხნული  და გუდა. ძველი ტრადიციებით ყველის წარმოება მხოლოდ დაფარულად ხდებოდა, რადგან ყველის ბევრ მწარმოებელს ეშინოდა ამის გამო არ დასჯილიყო. დღეს ქართველთა უმრავლესობამაც კი არ იცის, რომ ყველის ათობით სხვადსხვა ნაირსახეობა გვაქვს.

როგორც მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, თავად მანაც “მიწისქვეშა” ყველის შესახებ პირველად წლების წინ გაიგო, ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილთან საუბრისას. მიქაძე-ჩიკვაიძემ, როგორც სხვა ბევრმა ქართველმა, მხოლოდ მაღაზიებში არსებული ყველის შესახებ იცოდა და გაოგნებული იყო იმით, რომ საქართველოს ყველის ასეთი ასორტიმენტი აქვს. აქედან დაიწყო მისი დაინტერესება ყველით და მისი წარმოების ტრადიცებით. წლების განმავლობაში მიქაძე-ჩიკვაიძე სოფლებში მოგზაურობდა და ბევრი რამის დადგენა შეძლო ყველის ტიპებზე უფროსი თაობის სალხისგან.

მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, მან ანდრიაწმინდასა და ჩობარეთში მიაკვლია ეგრეთ წოდებულ “ტენილ ყველს”, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება ურთულესი მეთოდოლოგიით. ყველი ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ, ამ ყველის წარმოებით ინასარიძის ოჯახია დაკავებული. როგორც ისინი აცხადებენ, ყველის მომზადების მეთოდოლოგია წინპრებისგან ისწაველეს. ინასარიძეების ოჯახმა ტრადიციებით გადმოცემული ცოდნა ბიზნესად აქცია და როგორც ჩანს საკმაოდ წარმატებულადაც. მცირე საწარმოს მფლობელები აცხადებენ, რომ თვეში დაახლოებით 500 კგ ყველს ყიდიან.

ტენილის გარდა საქართველოში შეხვდებით ყველის ისეთ ტიპებს, როგორიცაა დამბალხაჭო, ნარჩვი, გუდა.

მიქაძე-ჩიკვაიძე 2015 წლიდან აწყობს ყველის ყოველწლიურ ფესტივალს თბილისში. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ყველი. ფესტივალის გარდა, მიქაძე-ჩიკვაიძემ ასევე ხელი შეუწყო ყველის მაღაზიების გახსნას  დედაქალაქში. ის ხშირად აძლევს ინტერვიუებს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ჟურნალისტებს და ცდილობს გაზარდოს ცნობადობა და მოახდინოს ყველის სახეობების პოპულარიზაცია.

წყარო: BBC

ჩვენ გირჩევთ

ლეგენდარული Aston Martin-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა

როგორ ხარჯავენ დროსა და ფულს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები ამერიკაში

ლეგენდარული Aston Martin-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა

ლეგენდარული Aston Martin-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა

წინა სტატია

This is how the 5 youngest billionaires in America spend their time and money
09 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Google-ი მოგზაურობის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს ასახელებს 2020 წლისთვის
09 იანვარი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker